პოლიტოლოგთა ასოციაცია: ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველო რჩება ამერიკის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პარტნიორად

მკაფიოა, რომ ოპოზიცია ამერიკისთვის საინტერესო არ არის. ამის მთავარი მიზეზი ოპოზიციამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგთა ასოციაციაში აცხადებენ.

„პომპეოს ვიზიტი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ახალი სიტყვა ქართულ ამერიკულ ურთიერთობაში, ასევე, საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ახალი შესაძლებლობა. რეგიონული კონფლიქტის დროს, საქართველოს როლი კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რეგიონში საქართველო ლიდერია დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების კუთხით, ასევე, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენების დროს, ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველო ერთგულია დასავლური ღირებულებების და განუხრელად იცავს მის მიერ აღებულ დასავლურ კურსს.
რაც შეეხება ოპოზიციას, მკაფიოა, რომ ოპოზიცია ამერიკისთვის საინტერესო არ არის. ამის მთავარი მიზეზი ოპოზიციამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს, რადგან სწორედ საკუთარი არა დასავლური, შუასაუკუნეების დროინდელი პოლიტიკური კულტურის „დამსახურებით” მოახდინეს საკუთარი თავის გამარგინალება, რაც შეუმჩნეველი არც ევროპაში და არც აშშ-ში დარჩენილა. არ შეიძლება ენდო იმ პოლიტიკურ გუნდს (ოპოზიციას), რომელთაც არ აქვთ პრინციპები, არ აქვთ პოლიტიკური კულტურა, რაც მთავარია, პატივს არ სცემენ საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ სახელმწიფოს. პირიქით ჩნდება განცდა, რომ ჩვენი სახელმწიფოს საზიანო საქმიანობის ჩადენაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, ასეთი ადამიანები კი მიუღებელია, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისთვის, რისი ნათელი დადასტურებაც, ლოკალურ დონეზე არჩევნები გახლავთ, რომლის დროსაც ქართველმა ამომრჩეველმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ უთხრა – არა. საერთაშორისო დონეზე კი ავტორიტეტული ორგანიზაციების და ექსპერტების შეფასებები, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოში არჩევნები საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს პასუხობდა!” – აღნიშნავენ პოლიტოლოგთა ასოციაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები