აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 583 პაციენტი, რვა გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი სამედიცინო ცენტრში, ერთი კლინიკა „მედინაში“, ერთი კი საერთაშორისო ჰოსპიტალში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა ასაკი 62-დან 84 წლამდეა.

რეგიონში 928 პირი კლინიკებში მკურნალობს, 1 133 კოვიდსასტუმროებში, სულ აჭარაში 6 181 ინფიცირებულია, მათგან 115 მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

რეგიონში „კოვიდ-19“ უკვე დაამარცხა 13 894-მა პირმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები