ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი: მიღებულია, რომ 15-20 % გადიოდეს მკურნალობას ჰოსპიტალურ სექტორში, ჩვენთან ეს რიცხვი 37 % -მდეა, რასაც ვერ გაუძლებს, ალბათ, ვერცერთი ქვეყანა

“მიღებულია, რომ 15-20 % გადიოდეს მკურნალობას ჰოსპიტალურ სექტორში, ჩვენთან ეს რიცხვი 37 % -მდეა, რასაც ვერ გაუძლებს, ალბათ, ვერცერთი ქვეყანა”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის ან კოვიდსასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ქვეყანას აქვს.

„გამახვილდა ყურადღება რამდენიმე საკითხზე, რით შეუძლია სახელმწიფოს, მთავრობას, დაეხმაროს ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის საჭირო საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, სასუნთქი აპარატები და ა.შ. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის. საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20 % იყოს, ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს, ალბათ, ვერცერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა, ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი – კოვიდსასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს და ეს მართლა საქართველოში არის ასე, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდსასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება”, – განაცხადა დავით გადელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები