ალეკო ელისაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გვითხრა, როგორ წარმოუდგენია მოვლენათა განვითარება მშვიდად, წყნარად და კონსტრუქციულად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ რიკერმა შეხვედრაზე გვითხრა, როგორ წარმოუდგენია მოვლენათა განვითარება მშვიდად, წყნარად და კონსტრუქციულად, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს უნდა, რომ პარლამენტი ფუნქციონირებდეს.

„მათ თავისი პოზიცია გამოთქვეს, ჩვენ ჩვენი ვუთხარით. ვუთხარით ძალიან კონკრეტული დეტალები გაყალბებისა, როგორ არ მუშაობს ჩვენთან ინსტიტუციები, მაგალითად, როგორ ყურად არ იღეს საჩივრები საარჩევნო კომისიაში, სასამართლოში, როგორი ნაუცბათევი გადაწყვეტილებები მიიღო ცესკო-მ. მოკლედ, ჩვენ ჩვენი პოზიციები გავაცანით, ერთადერთი მათი მხრიდან რაც იყო, იყო წუხილი.

აქ ხელის გადაწევასა და დარწმუნებაზე საუბარი არ იყო, უბრალოდ, მათ გვითხრეს, როგორ წარმოუდგენიათ მოვლენათა განვითარება მშვიდად, წყნარად და კონსტრუქციულად. ჩვენ ვუთხარით, როგორ წარმოგვიდგენია გამოსავალი – ხელახალი არჩევნებით, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს ისეთი, რომელიც ნდობას გააჩენს და არა ისეთი, როგორიც დღეს არის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები