“აბსოლუტური თანხვედრაა, რომ ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება არის პრიორიტეტი არამარტო ჩვენთვის, არამედ ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისთვის რეგიონში”
არის აბსოლუტური თანხვედრა, რომ ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება არის პრიორიტეტი არა მარტო ჩვენთვის და რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, არამედ, ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისთვის რეგიონში, – ამის შესახებ ამერიკაში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე საუბარი სხვა თემებთან ერთად, ასე შეეხო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
,,რა თქმა უნდა, თავდაცვა და უსაფრთხოება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ. ჩვენ გვაქვს ის დოკუმენტები, რომელიც წლიდან წლამდე ახლდება და რომლის ფარგლებშიც დავინახავთ ამ პროგრესს მომავალი წლების, თვეების განმავლობაში. რასაკვირველია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა იყო, რაზეც პრემიერ-მინისტრმა გაამახვილა ყურადღება და რაშიც გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან. ჩვენთვის კოვიდინფექციით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის აშშ გამოთქვამს მზაობას, დაეხმაროს საქართველოს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ გვექნება მზარდი ეკონომიკური პროექტები. იცით, პრემიერ-მინისტრი რამდენიმე თვის წინ ესაუბრა და ამერიკის განვითარების ფინანსური კორპორაცია გეგმავს, განიხილოს მისი საქართველოში დაფუძნების პერსპექტივა, რაც ახალ პროექტებსა და კონკრეტულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუწყობს ხელს ქვეყანაში, რაზეც ასევე გაიმართა საუბარი და ამ პროცესს ორივე მხარე მიესალმა.
საქართველო ამ მხრივ ამერიკისთვის კარგი მაგალითია აშშ-ის მხარდაჭერის, თუ როგორ მოაქვს დემოკრატიული პროცესების განვითარება ქვეყანაში. ასე რომ გვაქვს სამუშაო. მე, როგორც აშშ-ში საქართველოს ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩს და ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ბევრი ახალი მიმართულება გვაქვს გახსნილი ამ შეხვედრის შემდეგ“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
ელჩის განცხადებით, საქართველო და აშშ მტკიცე პარტნიორები არიან და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.
„ჩვენ აშშ-სთან დემოკრატიული განვითარების მხრივ თანამშრომლობის 30-წლიანი ისტორია გვაქვს. ყოველწლიურად იმ მზარდი დახმარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც შემოდის, სწორედ დემოკრატიული განვითარებაა. წელს, ჩვენ ვიხილეთ მათი ხელშეწყობით ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები, რომელიც პარლამენტში წარიმართა, რაც გულისხმობდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას. ჩვენ წინ გვაქვს არაერთი რეფორმა, რომელიც განსახორციელებელია, რომელიც გააგრძელებს ოთხ ტალღას, რაც მათ შორის სასამართლო რეფორმის კუთხით განხორციელდა. ასე რომ რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი, რომელშიც ჩვენ მტკიცე პარტნიორები ვართ, რომელშიც სრული თანხვედრა გვაქვს ჩვენს პოზიციებში. ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს, არის აბსოლუტური თანხვედრა, რომ ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება არის პრიორიტეტი არა მარტო ჩვენთვის და რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, არამედ, ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისთვის რეგიონში“, – განაცხადა ბაქრაძემ.