მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
პროტოკოლის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისთვის სულ 35 წუთი იყო განკუთვნილი.
შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მდივანი გაემგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და საქართველოს დატოვებს.
მაიკ პომპეო საქართველოს გუშინ ეწვია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს: პრემიერმინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.