“პირველად ისტორიაში ჩატარდა არჩევნები, სადაც იყო გათვალისწინებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქით, ოპოზიციას პარტიების ასეთი რაოდენობა პარლამენტში არასდროს არ ჰყოლია და ეს მათთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

„პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, პარლმენტში შედის 9 პარტია. პირველად ისტორიაში ჩატარდა არჩევნები, სადაც იყო გათვალისწინებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები. ოპოზიციას პარტიების ასეთი რაოდენობა პარლამენტში არასდროს არ ჰყოლია. მათთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ შევიდნენ და პარლამენტი არის სწორედ ის ინსტიტუტი, სადაც უნდა მიდინარეობდეს მუშაობა ყველა იმ ხარვეზებზე, რომლებზეც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მიიუთითებენ და ეს ყველაფერი არის მათი მოწოდებაც, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში“, – თქვა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები