საქართველოში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევიდან, 1318 თბილისში, 512 აჭარაში, 562 იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევიდან 1318 თბილისში, 512 აჭარაში, 562 იმერეთში დაფიქსირდა.

მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის სხვა შემთხვევები დანარჩენ რეგიონებზე ნაწილდება.

“დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

დღეის მდგომარეობითაც ნარჩუნდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 71 468-მდე.

დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარა – 512, იმერეთი – 562, ქვემო ქართლი – 163, შიდა ქართლი – 178, გურია – 64, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 368, კახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 106, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები