მაიკ პომპეო: აშშ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას აღმოუჩენს

“აშშ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას აღმოუჩენს”,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში” დაწერა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანსა და სომხეთს კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტისთვის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან თანამშრომლობის განახლებისკენ მოუწოდებს.

„როდესაც ჰუმანიტარული კატასტროფა ხდება, მასზე რეაგირების პროცესში აშშ მსოფლიოს სათავეში დგება. დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხალხის დახმარების შესახებ. მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, კვლავ იმოქმედონ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად მდგრადი გადაწყვეტისთვის”, – წერს მაიკ პომპეო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები