სოზარ სუბარი: ოპოზიციას სააკაშვილის თამაში რომ არ ეთამაშა, სურათი სხვანაირი იქნებოდა, მისი გავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი
“სააკაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ არ აინტერესებს არავინ და თვითონ არის ერთადერთი ბელადი, პრაქტიკულად, წაართვა ხმები მთელს ოპოზიციურ სპექტრს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
სუბარის თქმით, სააკაშვილმა მთელი ოპოზიციის ხმები წაიღო თვითონ.
„მთელი ოპოზიციური სპექტრი არის მოქცეული სააკაშვილის გავლენის ქვეშ და ვერ თავისუფლდებიან. სააკაშვილმა მოახერხა ძალიან მარტივი რამ, რამდენიმე თვის განმავლობაში შეკრა მთელი ოპოზიცია და შალვას ფანჩატურში აყენებდნენ რაღაც მოთხოვნებს.
სააკაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ არ აინტერესებს არავინ და თვითონ არის ერთადერთი ბელადი, პრაქტიკულად, წაართვა ხმები მთელს ოპოზიციურ სპექტრს. დანარჩენებს, რომ ჰქონდათ იმედი აიღებდნენ 5-10 -15 პროცენტს, დატოვა 1 და 2 პროცენტზე, ოპოზიციის ხარჯზე აიღო 27 პროცენტი, მთელი ოპოზიციის ხმები წაიღო თვითონ. ახლა ცდილობს, ოპოზიციის ლიდერად იქცეს და ამყოფებს ტყვეობაში. ოპოზიციას სააკაშვილის თამაში რომ არ ეთამაშა, სურათი სხვანაირი იქნებოდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.