თეა წულუკიანი: სააკაშვილს არ მოსწონს მშვიდობა, მას სხვა გეგმები ჰქონდა და ეს გეგმები ჩაიფუშა
“საპარლამენტო ასამბლეამ თქვა ის რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე გასული პარტია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ისმის კითხვა, რამ გამოიწვია „თავდასხმა“ ერთ-ერთ საერთაშორისო ინსტიტუტზე? ალბათ, იმან, რომ ამ ინსტიტუტის დასკვნა უბრალოდ არ დაემთხვა მის მიერ ტირაჟირებულ ყალბ რეალობას, თითქოს, მან გაიმარჯვა არჩევნებში და არა – „ქართულმა ოცნებამ“.
ევროსაბჭოს დელეგაციამ თქვა ის რეალობა, რაც არის, რომ მშვიდობიან პირობებში ჩატარდა არჩევნებიო, რაც სააკაშვილს არ მოსწონს, მას არ მოსწონს მშვიდობა. მას სხვა გეგმები ჰქონდა და ეს გეგმები ჩაიფუშა. საპარლამენტო ასამბლეამ თქვა ის რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე გასული პარტია, რაც სააკაშვილის მოსაწონი არ აღმოჩნდა. თუ ანალოგიით ვიმსჯელებთ, ამით სააკაშვილმა ასევე რუსეთის დასკვნად გაასაღა არა მხოლოდ ამ ასაბლეის შეფასება, 31 ოქტომბრის არჩევნებისა, არამედ ყველა დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ერთი და იმავე შეფასებებს, ეს არის ეუთო/ოდირ-ი, სახელმწიფო დეპარტამენტი, დასავლეთის ქვეყნების საელჩოები, ეს არის საგანგაშო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.