საქართველოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 750 კოლოფი (15000 ღერი) უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები