ეკატერინე ტიკარაძე: დღის ბოლომდე საწოლფონდი გაიზრდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღის ბოლომდე კოვოდინფიცირებულებისთვის განკუთვნილი საწოლფონდი გაიზრდება.

მისივე თქმით, საწოლფონდის რაოდენობა 5952-მდე გაიზრდება.

„საყურადღებო არის, რომ დღევანდელი საწოლფონდი არის 5868. აქედან დღესდღეობით წევს 5319 პაციენტი, ტრიაჟში იმყოფება ამ მომენტისთვის 257 პაციენტი, ხოლო თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 227. დღეს, დღის ბოლომდე ჩვენ კიდევ ვამატებთ საწოლფონდს და იქნება 5952. თქვენ იცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში 100-დან 200-მდე საწოლფონდის დამატება და მობილიზაცია ხდება კოვიდის მიზნებისთვის და, შესაბამისად, დღეს საღამოს ველოდებით, რომ გაწერებთან ერთად, დაახლოებით, 800-დან 1000-მდე საწოლი იქნება პაციენტებისთვის მზად“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები