ზაალ უდუმაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოვუწყობთ დახვედრას პატივისცემის გამოხატვის ნიშნად

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს პატივისცემის ნიშნად დახვედრას მოუწყობს.

„სახელმწიფო მდივანს ვხვდებით. როცა ასეთი რანგის დიპლომატი საქართველოში ჩამოდის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწყობთ დახვედრას პატივისცემის გამოხატვის ნიშნად. ასევე, მთავარ მესიჯებში ყურადღება გამახვილებული იქნება იმ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები