ბათუმში, ნავთობტერმინალთან ხანძარი ლიკვიდირებულია
ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან საწვავმზიდის შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონში ხანძარი მოხდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი მუშაობდა და ამჟამად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა შეძლეს.
შსს-ის ინფორმაციით, “112” -ში შევიდა ინფორმაცია ნავთობტერმინალთან აფეთქების შესახებ, თუმცა,
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების მიერ აფეთქების ფაქტი არ დადასტურდა.