განათლების სამინისტრომ ახალგაზრდებისთვის პიესების კონკურსი გამოაცხადა

პროექტ „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, საქართველოს განათლების სამინისტრო, მწერალთა სახლთან ერთად, პიესების კონკურსს აცხადებს მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ.

კონკურსის მიზანს საქართველოში ევროპული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, სახელოვნებო დარგებში მეცნიერული თემატიკის ჩართვა, საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერების ცხოვრების ამსახველი პიესებისა თუ სპექტაკლების შექმნა და ახალგაზრდა, ჯერ კიდევ უცნობი დრამატურგების გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

პიესების კონკურსი 20-35 წლის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობის მსურველებს ევალებათ, შექმნან ერთ ან ორმოქმედებიანი პიესა მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

საკონკურსო განაცხადის წარდგენა 10 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად არის შესაძლებელი შემდეგ მისამართზე: writershousegeo@gmail.com

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ კონფიდენციალური ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და 17 დეკემბერს გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 2 600 ლარის ოდენობით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://writershouse.ge/geo/new/1518

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები