მოლდოველებმა ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორი განსაზღვრეს – საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა
მოლდოვაში 15 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ოქმების 99%-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი პრემიერი, პროევროპული ძალების წარმომადგენელი – მაია სანდუ ლიდერობს.
ქვეყნის ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, სანდუს ხმა ამომრჩეველთა 57%-მა მისცა, ხოლო მის მეტოქეს, პრორუსული ძალების წარმომადგენელს, იგორ დოდონს – 43%.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 1-ელ ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც კენჭს 8 კანდიდატი იყრიდა. პირველი ორი ადგილი დაიკავეს მაია სანდუმ 36,16%-ით, მეორეზე კი მოქმედი პრეზიდენტი – იგორ დოდონი გავიდა 32,61%-ით.
სანდუს საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ლოზუნგით – “კარგი ადამიანების დროა”. ვიდეორგოლებში საინდუ მოუწოდებდა “კარგ ადამიანებს” გაერთიანებისკენ, რომ ერთად ააშენონ მოლდოვის ევროპული მომავალი.
12 ნოემბერს სანდუმ სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი განათავსა, რომელშიც რუსულეონოვან მოსახლეობას მიმართავდა. სანდუ პირობას დებდა, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში რუსული სკოლები არ დაიხურება, არც რუსული ენის შევიწროება იქნება, “ადამიანებს კი შეეძლებათ დღესასწაულების აღნიშვნა, მათ შორის, 9 მაისი”.