გიგი უგულავა: დარწმუნებული ვართ, პომპეოს ჩამოსვლის დღეს თბილისის ცენტრალური პროსპექტები ადამიანებით გადაივსება
“დარწმუნებული ვართ, რომ თბილისის ცენტრალური პროსპექტები გადაივსება ადამიანებით, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი სატკივარით გამოდიან”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლის დღეს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც უგულავამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, პომპეოს ჩამოსვლის დღეს განსხვავებული აქცია გაიმართება.
„შევიკრიბეთ, რომ გეგმები, რომლის შესახებაც გუშინ საზოგადოებას განვუცხადეთ, განვიხილოთ. ეს არის საორგანიზაციო შეხვედრა. ჩვენი მომდევნო აქცია იქნება, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ჩამობრძანდება საქართველოში. ეს არის განსხვავებული აქცია, იქნება მდუმარე, სტიკერებს დააკრავენ ადამიანები, რომელსაც ეწერება- გაყალბებულია. სოციალური დისტანციის დაცვით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თბილისის ცენტრალური პროსპექტები გადაივსება ადამიანებით“, – განაცხადა უგულავამ.