მიხეილ სააკაშვილი: არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის წართმევას და არც – თანამდებობის
„მეგობრებო, ახლა ჩემი როლის შეფასება და ჩემზე საუბარი არ არის მთავარი თემა. მთავარი თემა არის ერთიანობა, გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით. ამიტომ, მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას. მთავარი თემის გადაწყვეტის შემდეგ, ქართველი ხალხი ყველას თვითონ მიუჩენს თავის ადგილს. მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება მის სამართლიანობაში”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თანამდებობისა და კაბინეტის წართმევას არავისთვის აპირებს.
“მე რაც შემეხება, არ გამაჩნია ცალკე აღებული არანაირი ამბიცია და არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის წართმევას და არც თანამდებობის“, – აცხადებს სააკაშვილი.