ოპოზიციამ იცის, რომ მეორე ტურში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და ზედმეტი თანხების დახარჯვა არ უნდათ, 1 500 უბანზე უბანზე შევთავაზეთ გადათვლა, მაგრამ მათი მიზანი დესტრუქციაა – კახა კალაძე
ჩვენ შევთავაზეთ გადაგვეთვალა ის კონკრეტული უბნები, სადაც ისინი სვამდნენ კითხვის ნიშნებს. აქ საუბარია 1 500 უბანზე, სადაც „სამართლიან არჩევნებსაც“ ჰქონდა ჰქონდა გარკვეული მინიშნებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგეზე კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერებმა ფაქტობრივად ისაუბრეს იმ შეთავაზებაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა.
„გამიჭირდება დეტალებში და სიღრმეებში შესვლა, არასწორი იქნება ჩემი მხრიდან, თუმცა დღეს მე ვალდებული ვიყავი საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რომ ეს ცალმხრივად არ ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე შეთანხმებული იყო, რომ საუბარი რჩებოდა იქვე და არ უნდა გაჟღერებულიყო, დღეს კონკრეტული ოპოზიციის ლიდერები გამოვიდნენ და ფაქტობრივად ისაუბრეს იმ შეთავაზებაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. რა თქმა უნდა, ჩვენ შევთავაზეთ გადაგვეთვალა ის კონკრეტული უბნები, სადაც ისინი სვამდნენ კითხვის ნიშნებს. აქ საუბარია 1 500 უბანზე, სადაც „სამართლიან არჩევნებსაც“ ჰქონდა ჰქონდა გარკვეული მინიშნებები“, – განცხადა კალაძემ.
ასევე, მისი თქმით, მეორე ტურში ოპოზიცია არ აპირებს მონაწილეობის მიღებას რაც მათი მხრიდან ტაქტიკური ნაბიჯია.
„ძალიან მარტივია, ისინი ხომ საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე, აქ ვართ ყველანი – ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ის კონკრეტული პარტიები, მივიდეთ, გავხსნათ ის კონკრეტული უბნები, დავთვალოთ ერთად და ცხადია, ყველაფერი მარტივად გამოჩნდება. დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორც ჩანს, მათი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია, სამწუხაროდ. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, ისინი წამოვლენ რაღაც მოლაპარაკებებზე და მიიღწევა გარკვეული შეთანხმება, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
მეორე ტურში ოპოზიცია არ აპირებს მონაწილეობის მიღებას. ესეც მათი მხრიდან ტაქტიკური ნაბიჯია იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, ყველა მაჟორიტარულ ოლქში დამარცხდებიან. მათ გამარჯვების არანაირი შანსი და შესაძლებლობა არ აქვთ და უბრალოდ, წინასწარ არც ზედმეტი თანხების დახარჯვა უნდათ და არც დამატებით თავის შერცხვენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.