სააკაშვილი ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს, ჩვენ თავი დაგვანებოს, ნუ ურევს ყველაფერს – ალეკო ელისაშვილი
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, იგი სააკაშვილის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს.
„ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის. ხომ არის იქ, რაღაც თანამდებობაზე, აკეთოს ის საქმე, კაცო. ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს უკრაინას, ჩვენ თავი დაგვანებოს.
საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს და ეს პროცესი მიდის ზუსტად იმ მოლაპარაკებაზე, ეს პროცესი მიდის აქციაზე, ხოდა, ნუ ურევს ყველაფერს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.