ალეკო ელისაშვილი – არავის არ უნდა გაწევ-გამოწევა, სადმე შევარდნა, მაგრამ  თუ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, აუცილებლად,  გამძაფრდება პროცესები

რუსთაველზე წყნარად დგომა ერთია, მაგრამ გაცილებით ძლიერი პროტესტიც შეგვიძლია., – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა რუსთაველზე  მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„არავის არ ვემუქერები, მაგრამ რაც მოლაპრაკების პროცესი მიდის, ამ ფონზე ძალიან მშვიდი იქნება პროტესტი, თორე ყველან ნახა, რომ გაცილებით ძლიერი პროტესტი შეგვიძლია ბრძოლაც შეგვიძლია, არც წყლის ჭავლი გვაშინებს და არც სპეცრაზმი. მაგრამ თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა არ ჯანჯღარებდეს, ნერვები არ გქვონდეს დაგლეჯილი და ვიღაცას ფატალური შეცდომა  არ მოუვიდეს, რაც არავითარ შემთხვევაში არ გვინდა, ეს ხელისუფლება უნდა მოეგოს გონს.

რუსთაველზე წყნარად დგომა ერთია, მაგრამ გაცილებით ძლიერი პროტესტიც შეგვიძლია. არავის არ უნდა გაწევ გამოწევა სადმე შევარდნა, მაგრამ  თუ სხვა გზა არ დაგვიტოვეს აუცილებლად  გამძაფრდება პროცესები“, – თქვა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები