ამირან გამყრელიძე: დღეის მდგომარეობით, 4 666 მედიკოსია ინფიცირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 4 666 მედიკოსია ინფიცირებული.

„4 666 მედიკოსია ინფიცირებული. აგვისტოს ბოლომდე დაახლოებით 200-მდე მედიკოსი გვყავდა ინფიცირებული და დღევანდელ რიცხვამდე ეს რიცხვი გაიზარდა 4 666-მდე. ეს საერთო ინფიცირებულების 6.4 პროცენტია, მაგრამ ესენი ყველანი ექიმები არ არიან. ისინი არიან ზოგადად სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები: ექიმები, საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები