კახა კალაძე: პირობას ვიძლევი, გუშინ თამაშზე დაჯარიმებულ გულშემატკივარს პრობლემა არ შეექმნება
პირობას ვიძლევი, გუშინ თამაშზე დაჯარიმებულ გულშემატკივარს პრობლემა არ შეექმნება, – ამის შესახებ თბილისის მერის კახა კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.
გუშინ, ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.
ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს.
ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას”, წერს კახა კალაძე.