საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია არჩევნებთან დაკავშირებით ცალსახად იზიარებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია არჩევნებთან დაკავშირებით ცალსახად იზიარებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს. ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციაში აცხადებენ.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ქვეყნის შიგნით ოპოზიციის ქმედებები მხოლოდ ოკუპანტი რუსეთის ინტერესებზე ასხამს წყალს:

„ვთანხმდებით, რომ არჩევნები წარიმართა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, საქართველოში საარჩევნო უბნების ჯამური რაოდენობა 3 847 უბანს შეადგენს, ხოლო ოპოზიციის პროტესტი გამყარებული, დაახლოებით 50 უბნის მონაცემებითაა,(სადაც დარღვევის უმრევლესობა, პრეცოდური იყო და არა მნიშვევნელოვანი) რაც საერთო უბნების 1.3% შეადგენს.

აღნიშნული ციფრები ცხადყოფს, რომ არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, რაც ნათლადაა, ასახული საერთშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ. ოპოზიციის ქმედება გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს შეგნებულად ახდენენ საბოტაჟს და ცდილობენ ქვეყანაში საკუთარი დესტრუქციული ქმედებებით, შექმნან პოლიტიკური კრიზისის ფონი.

აღსანიშნია რეგიონში მიმდინარე საომარი პროცესები და დაძაბულობა, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება, შესაბამისად ქვეყნის შიგნით ოპოზიციის ქმედებები მხოლოდ ოკუპანტი რუსეთის ინტერესებზე ასხამს წყალს. ნიშანდობლივია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა არსებულ რთულ, როგორც რეგიონულ ასევე ადგილობრივი მდგომარეობის ფონზე. მოგეხსენებათ სამხრეთ კავკასიის კონფლიქტი რეგიონში დესტაბილიზაციას რისკების შემცველია, გარდა ამისა, აღნიშნული ვიზიტი ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მაღალ მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ასევე საინტერესოა, რომ ამდროისთვის ცნობილი ოფიციალური პროტოკოლით ოპოზიციურ ნაწილთან შეხვედრა არ იგეგმება, რაც ცალსახად ნიშნავს იგივე პოზიციას, რომ ქუჩის აქციებს როგორც ეუთო/ოდირი და ევროპარლამენტი არ უჭერს მხარს და მოუწოდებს მხარეებს დიალოგისკენ, ამერიკის შერთებული შტატების როგორც სახელმწიფო პარტნიორის პოზიციაც ანალოგიურია არსებულ ხელოვნურად ინსპირირებულ პოლიტიკური კრიზისის შექმნის მცდელობასთან მიმართებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები