მიხეილ სარჯველაძე: საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს მიერ და რომელიც აფასებს კოვიდის გავლენას პენიტენციურ სისტემებზე ცალკეულ სახელმწიფოებში

„ნამდვილად საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა და გასაჯაროვდა ევროპის საბჭოს მიერ, რომელიც აფასებს კოვიდის გავლენას, პანდემიის გავლენას საზოგადოდ პენიტენციურ სისტემებზე ცალკეულ სახელმწიფოებში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს.

სარჯველაძის თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სფეროა საზოგადოდ, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებითაც და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ამ შედეგის მისაღწევად განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევა გახდა აუცილებელი.

„ამაზე იუსტიცის სამინისტრო, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო ამ მიმართულებით და შესაბამისად, შედეგმაც, აღიარების თვალსაზრისით, ნამდვილად არ დააყოვნა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის უზარმაზარი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც სულ რამდენიმე ქვეყანას შორის აღინიშნება როგორც წარმატებული, ყველაზე ეფექტიანი მმართველობა ამ მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვაზე პატიმართა უფლებების უზრუნველყოფას. ეს არის პენიტენციური სამსახურის თითოეული მუშაკის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი, და, რა თქმა უნდა, რომ ამას განსაკუთრებული დაფასება და მადლიერება სჭირდება ამ პირთა მიმართ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სფერო და უაღრესად მნიშვნელოვანი იყო რომ მმართველობა ამ მიმართულებით ყოფილიყო რაც შეიძლება ეფექტიანი, და შესაბამისად, შედეგზე ორიენტირებული. პენიტენციურ სისტემაში პირველივე დღიდან დაიწყო ეფექტიანი მმართველობის, ეფექტიანი ღონისძიებების გატარება, რაც შეიძლება ინტენსიურად, რაც შეიძლება ქმედითად, იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო პენიტენციური სისტემა კოვიდ-ინფექციის გავრცელებისგან. ამას სჭირდებოდა განსაკუთრებული აქტივობით ღონისძიებების გატარება, რაც მიზნად დაისახავდა სწორედ ამ რეზულტატის მიღწევას, რაც დღეს გვაქვს სახეზე, რომ არც ერთი ინფიცირებული არ გვყავს პენიტენციურ სისტემაში. ეს არის კომპლექსური მოქმედებების, კომპლექსური ღონისძიებების შედეგი და მთელი სისტემა ამ ღონისძიებებისა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზგასმით გამოვხატავ მადლიერებას და დაფასებას იმ ადამიანების მიმართ, პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიმართ, რომელთა მუხლჩაუხრელი შრომის შედეგადაც გახდა ეს შესაძლებელი. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, იქ საკარტინე ღონისძიებების გატარებას, სამედიცინო პროტოკოლების დაგეგმვას, ერთის მხრივ, და მერე მის განუხრელად შესრულებას და ა.შ. ჩვენ არ გვყავს არცერთი ინფიცირებული, არც პატიმართა შორის, თანამშრომლების ჯანმრთელობაზეც ანალოგიურად იგივე შედეგია ასე ვთქვათ, დადებითი შედეგია”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები