მიხეილ სააკაშვილი: ახლა ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, მნიშვნელოვანია, რომ პომპეოსაც გადავცეთ გზავნილი

“ახლა ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, მნიშვნელოვანია, რომ პომპეოსაც გადავცეთ გზავნილი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა შაბათს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ აქციაზე ხალხის დასწრება.

„მეგობრებო, მესმის, რომ ბევრი პრობლემაა, მესმის, ცივა, მესმის კორონავირუსია, მაგრამ კარგი ამბავია, რომ გაჩნდა ვაქცინა. თუ მთავრობა არ შეიცვალა, ამ ვაქცინის ჩამოსვლას საქართველოში ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ნორმალური მთავრობა თუ იქნა, ვაქცინის გამოსვლიდან იმავე ან მეორე დღეს ის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოშიც. თქვენ ხომ იცით, რომ ტყუილად არაფერს ვსაუბრობ. ახლა ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს. ქართველი ხალხი ერთიანია, ახლა საბოლოო გამარჯვებისთვის კიდევ მეტი ქმედების დროა. დიდი იმედი მაქვს თქვენი ხვალ და შემდგომ დღეებში. ბოლომდე ვიბრძვით ყველა, ბოლომდე, ჩვენს გამარჯვებამდე, ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეგობრებო, ქვეყანას ვკარგავთ, ქვეყანასაც ვკარგავთ, სიცოცხლეებსაც ვკარგავთ, ჩვენ ახალგაზრდობას ვკარგავთ, პერსპექტივას, მომავალს, ყველაფერს ვკარგავთ. ჩვენ არაფერი არ უნდა დავკარგოთ, პირიქით, ყველაფერი უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, აქციაზე ხალხის ყოფნა გადამწყვეტია.

„კარგია მოლაპარაკებები. ახლა მთავრობა ცდილობს, პროცესის იმიტაცია მოახდინოს, თითქოს, რაღაცაზე მოდის, ესეც არის სისუსტისა და იმის გამოვლინება, რომ ჩამოშლილები არიან. უცხოელებმაც დაიწყეს ტონის შეცვლა, რადგან დაინახეს, არცერთი იურიდიული მექანიზმი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, არაფრის მომტანი არ არის, რადგან არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს საარჩევნო კომისიის პატიოსანი პროცესი, არსებობს მხოლოდ ერთი კაცი ივანიშვილი, რომელიც ყველაფერს წყვეტს. ამ პირობებში, ახლა, გადამწყვეტია, როცა კუთხეში არიან მომწყვდეულები, დასუსტებულები, რომ ხვალ იყოს ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პომპეოსაც ჩვენ გადავცეთ გზავნილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები