„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობენ

„ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. როგორც ოპოზიციური ძალების ლიდერები აცხადებენ, შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ, ასევე, ისაუბრებენ დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საკითხებზე.

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხვალ მასშტაბური აქცია იგეგმება.

,,ჩვენ აქტიურად ვემზადებით ხვალინდელი აქციისთვის. ეს იქნება მასშტაბური, დიდი აქცია, რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ლიდერი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ ვაპირებთ შედეგებთან შეგუებას, რომელიც ცესკო-მ მას დაუწერა“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები