სომხები იმ ტერიტორიაზე, რომლებიც აზერბაიჯანს უნდა გადასცენ, სახლებს ცეცხლს უკიდებენ, მაღაზიებს ანადგურებენ (ვიდეო)

სომხეთ-რუსეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი შეთანხმების შესაბამისად, აზერბაიჯანის კონტროლს ქვეშ ყარაბაღის შეხების წერტილსა და ლაჭინის დერეფანში რამდენიმე რაიონი გადადის.

სომხური მედია ვიდეოკადრებს ავრცელებს, თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა იმ რაიონებს, რომლებიც აზერბაიჯანს დაუბრუნდა.

მედია აღნიშნავს, რომ ხალხი, პრაქტიკულად, ყველაფერს ანადგურებს: მაღაზიებს, სახლებს, ელექტრო ქვესადგურებს.

​მათ ყველაფერი გააქვთ, რაც კი შეიძლება – სახლიდან ძვირფასი ნივთები, ავეჯი, ცხოველები. ხალხის ნაწილი საკუთარ სახლებს წვავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები