ზურაბ ჯაფარიძე: რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განიმუხტოს

“ყველა ვთვლით, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმება მისაღწევია”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დიპლომატების მონაწილეობით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, შემდეგი შეხვედრა კიდევ შედგება და სადამდე მივა პროცესი, დრო გვიჩვენებს

„რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, თუმცა, დრო და ადგილი, ჯერჯერობით, არ ვიცი. ფასილიტატორების, ისევე როგორც ჩვენი სურვილი და ზოგადად ატმოსფერო ასეთია, ყველა ვთვლით, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმებაა მისაღწევი. ასეთი ატმოსფეროა. კონკრეტულად სადამდე მივა პროცესი, დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები