ივანე მაჭავარიანი: 2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-ის ფარგლებში დაიგეგმება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-ის ფარგლებში დაიგეგმება.

მისივე განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის განახლებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოში 30 ნოემბრამდე შევა.

„2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოდნავ შეამცირა, 5%-ს ვვარაუდობდით, თუმცა, 4.3%-ზე ჩამოვწიეთ, რაც გამწვავებული პანდემიის ფონზეა მთელს მსოფლიოში. ვაქცინის შესახებ ყოველდღიურად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა, მომდევნო წლის ბიუჯეტი 4.3%-ის ფარგლებში დაიგეგმება იმიტომ, რომ რაც შეიძლება ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ. ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრი კვლავაც მაღალი შენარჩუნდება, რადგან 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური სტიმულის შენარჩუნება და ასევე ჯანდაცვის მაღალი ხარჯები. იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის ხარჯებში რაც შეიძლება ბევრი შევა ვაქცინის ხარჯები და ეს ყველაზე ეფექტური ხარჯი იქნება, რაც მოკლე დროში გაგვიწევია. ჩვენ განახლებული და სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ბიუჯეტს პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვადგენთ“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები