მაია ნიკოლეიშვილი – ვაშაძეზე: ბატონი გრიგოლი “მიშისტური” საზოგადოებიდან ყველაზე საღ, ზუსტ ანალიზსა და პროგნოზს აკეთებს რეალურ დროში და ეჭვი ეპარება, რომ მას გაუგებენ

“რუსთავი 2″-ზე ვუყურებ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს და ვუსმენ დიპლომატს, პოლიტიკოსს. მიჭირს, იმავე ადამიანში ის გრიგოლ ვაშაძე დავინახო, უფრო სწორედ, იმ გრიგოლ ვაშაძეში, რომელმაც სპეცრაზმელს თავში ჩაარტყა, რომელიც ჟურნალისტებს პლებსის ენაზე შეურაცხყოფდა, დავინახო ეს ბატონი, უაღრესად რაფინირებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე”, – ამის შესახებ ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე “მიშისტური” საზოგადოებიდან ყველაზე საღ, ზუსტ ანალიზსა და პროგნოზს აკეთებს.

“ბატონი გრიგოლ ვაშაძის პირველი განცხადება ძალიან საინტერესო მოულოდნელობა იყო. არჩევნების შემდეგ, ვფიქრობ, ეს რადიკალური ოპოზიციიდან წამოსული მეორე საღი აზრი იყო, პირველი, უფრო ადრე, თამარ ჩერგოლეიშვილს ეკუთვნოდა: “სიმართლეს გეტყვით…” 11.11.2020. “რუსთავი 2”-ზე ვუყურებ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს და ვუსმენ დიპლომატს, პოლიტიკოსს. მიჭირს, იმავე ადამიანში ის გრიგოლ ვაშაძე დავინახო, უფრო სწორედ, იმ გრიგოლ ვაშაძეში, რომელმაც სპეცრაზმელს თავში ჩაარტყა (!!!), რომელიც ჟურნალისტებს პლებსის ენაზე შეურაცხყოფდა (!!!), დავინახო ეს ბატონი, უაღრესად რაფინირებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პროგრესული და გაბედული! როგორ, როგორ ეთავსება ერთმანეთს ამ ერთ ადამიანში ორი: გრიშა ვაშაძე და ბატონი გრიგოლ ვაშაძე? სად მალავდა სერიოზულ ჰაბიტუსსა და ასაკთან შეუსაბამო “მოხულიგნო”, გრიშა, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს? ამ ბატონს (რუსთავი 2-ზე ნანახს) აფიქრებს, რომ შეიძლება ვერ გაუგონ და მზადაა, თუნდაც მარტო დარჩეს, დაიღალა!!! კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სექტა, იქნება ის რელიგიური თუ პოლიტიკურ საწყისებზე აშენებული, ადამიანის თვითშეფასებას სერიოზულ ზიანს აყენებს და რეალობას მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც წყვეტს: ბატონი გრიგოლი, “მიშისტური” საზოგადოებიდან ყველაზე საღ, ზუსტ ანალიზსა და პროგნოზს აკეთებს, რეალურ დროში და ეჭვი ეპარება, რომ მას გაუგებენ!!!! მეჩვენება, რომ ინტელექტუალის ეს დილემა, თავისუფლების პირველი ყლუპი ჰაერია, რომელიც ფილტვებს ტკენს! საზოგადოება დავღალეთ პოლიტიკოსებმაო, ყველამო! -რა მართალი ნათქვამია!!! ნეტავ, ასეთი საღი მსჯელობა მოგვასმენინა ქართული პოლიტიკური ოპოზიციის 1/20-სგან მაინც, არა “ქართული ოცნების”, არამედ, საქართველოს საკეთილდღეოდ! P.S. ინტერვიუს შემდეგ სხვა პოლიტიკოსებსაც მოვუსმინეთ. სამწუხაროდ, ვერცერთმა მათგანმა ვერ გააგრძელა სახელმწიფოზე მოფიქრალის ინტელექტუალური და დიპლომატიური ხაზი . . . ეს ძალიან მაღალი მატერიები აღმოჩნდა მათთვის, მეტყველების კულტურის დონეზეც და ინტელექტუალურადაც. “პლანკა” ვერ აწიეს, უფრო მარტივად რომ ვთქვა. А ты говоришь, Банионис!, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები