მტკიცე მეცნიერულ საფუძვლებს ეფუძნება, რომ ღამით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვები დაავადების გავრცელებას ამცირებს – პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კოვიდვირუსის გაცრცელებაზე და ღამით დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.
მისით თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქემ გააცნობიეროს, თუ რას ნიშნავს ღამით დაწესებული შეზღუდვები.
„სამწუხაროდ, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის, ალბათ, მატება იქნება.
ჩვენ რითაც შეგვიძლია, რომ ეს დაავადება გავაჩეროთ, გარდა იმისა, რომ ნიღაბი და დისტანცია შენივარჩუნოთ, არის ის , რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს დავემორჩილოთ.
შეიძლება ვიღამაც, გაუთვითცნობიერებელმა მოქალაქემ ვერ გაიგოს, თუ რატომ არის ღამე მოძრაობის შეზღუდვა საჭირო, მაგრამ ეს ყველაფერი მტკიცე მეცნიერულ საფუძვლებს ეფუძნება.
ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქემ იცოდეს, რომ ღამე დაწესებული შეზღუდვა ნიშნავს ადამიანებს შორის არასაჭირო კონტაქტების შეზღუდვას, ეს აზრი დევს ყველა ამ კანონში.ეს ყველაფერი მეცნიერულად დადასტურებულია, მეცნიერული ფაქტებია, თუ რაოდენ ამცირებს დაავადების გავრცელებას ამგვარი გადაადგილების შეზღუდვა”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.