პაატა იმნაძე – სამწუხაროდ, კოვიდვირუსი ადამიანების დიდ ჯგუფს ხველას, დაღლილობის გრძნობას, მოთენთილობას უტოვებს
სამწუხაროდ, კოვიდი ისეთი ვერაგი დაავადებაა, რა გართულებები აქვს მას ჯერ არ ვიცით, – ამის შესახებ ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ „მაესტროს” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„კოვიდგადატანილების დიდ ნაწილს რჩებათ დაღლილობის შეგრძნება. სამწუხაროდ, კოვიდი ისეთი ვერაგიი დაავადებაა, რა გართულებები აქვს მას ჯერ არ ვიცით.
არიან ადამიანები, რომლებიც ისე გადაიტანენ კოვიდს, რომ საერთოდ არაფერი არ აწუხებდათ არც ვირუსამდე და არც მას შემდეგ, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანების დიდ ჯგუფს უტოვებს ხველას, დაღლილობის გრძნობას, მოთენთილობას და ა.შ . მთავარია ელემენტარული წესების დაცვა – ნიღაბი და დისტანცია. დაველოდოთ ვაქცინას, ბევრი აღარ დარჩა”,- განაცხდა პაატა იმნაძემ.