გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი: ბრალდების მხარემ დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე არაერთი მტკიცებულება წარადგინა, რაც მათ ბრალეულობას ადასტურებს
“ბრალდების მხარემ დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე არაერთი მტკიცებულება წარადგინა, რაც მათ ბრალეულობას ადასტურებს”, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადვოკატების პოზიციები, რომ პროკურატურას სასამართლოში მტკიცებულებები წარდგენილი არ აქვს, დაუსაბუთებელია.
„დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი, ვინაიდან წინაზე დამცველი ადვოკატების დასკვნით სიტყვაში მოვისმინეთ პოზიციები, არგუმენტები და თითქმის ყველა შემთხვევაში მოწმეების მიერ მიცემული ჩვენების არასწორი ინტერპრეტაცია, რომელიც დასაბუთებას მოკლებული იყო და სასამართლოს წინაშე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობდა. ჩვენ ვისარგებლებთ რეპლიკით და სასამართლოს ყურადღებას კიდევ ე რთხელ მივაპყრობთ იმ გარემოებაზე, რომ თითქმის ყველა შემთხვევაშიდამცველების მხრიდან სასამართლოში მიცემული ჩვენებებისა და მტკიცებულებების არასწორი ინტერპრეტაცია ხდებოდა. კიდევ ერთხელ გავამახვილებთ იმ მტკიცებულებებზე ყურადღებას, რომელიც ექვსივე ბრალდებულის დამნაშავეობას ადასტურებს წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების მხარემ არაერთი მტკიცებულება წარმოადგინა, ვიდეოკამერებზე არის დაფიქსირებული ფაქტები, რასაც დაცვის მხარე უარყოფს და სხვანაირად ცდილობს აღნიშნული ფაქტების წარმოჩენას. მათი პოზიციები, რომ მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, დაუსაბუთებელია”, – განაცხადა პროკურორმა.