გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს, ბრალდებულ ნ.ც.-ს ადვოკატი – არჩილ ბერიანიძე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც მხარეები რეპლიკებით, ბრალდებულები კი საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა განაჩენის გამოსატანად.