დავით ზალკალიანი: მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მუდმივად ინფორმირებულია, სენატის კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში სწორედ ეს არის ასახული

“ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მუდმივად ვართ კომუნიკაციის რეჟიმში, მუდმივად ხდება მათი ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ეს აისახა სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში, რომელშიც დაფინანსების 15 პროცენტის შესაძლო შეჩერების დათქმა აღარ არის.

„ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესს. მაშინ, როდესაც, ბოლო პროექტში იყო ჩადებული და ოპონენტების მხრიდან სწორედ ამაზე იყო აქცენტები გაკეთებული, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებდა, რომ ისინი სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდნენ და არაფრად მიაჩნდათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მუდმივად ვართ კომუნიკაციის რეჟიმში, მუდმივად ხდება მათი ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ეს არის ასახული იმ საბოლოო ვერსიაში, რომელიც გამოქვეყნდა დღეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები