სააკაშვილი: ჯო ბაიდენის საქართველოში ჩამოსვლა და ჩემთან შეხვედრა ბარაკ ობამას რეიტინგს ძალიან წაადგა

“ჯო ბაიდენის საქართველოში ჩამოსვლა და ჩემთან შეხვედრა ბარაკ ობამას რეიტინგს ძალიან წაადგა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„ეს არის კაცი, რომელიც პირველი ჩამოვარდა, როცა ომი ატყდა საქართველოში. მილიარდი დოლარის დახმარება ჩამოგვიტანა. ამის შემდეგ დასახელდა ამერიკის ვიცეპრეზიდენტად იმიტომ, რომ ობამას რეიტინგს მისი ჩამოსვლა და მაშინ ჩემთან შეხვედრა ძალიან წაადგა. ეს მას ძალიან კარგად ახსოვს.
ეს არის კაცი, რომელიც 2009 წელს ჩამოვიდა და ქართველ ლტოლვილებსა და ბავშვებთან შეხვედრისას იტირა, ძალიან ბევრი დახმარება აღმოგვიჩინა მთელი ეს პერიოდი. ეს არის კაცი, რომელიც უკრაინაში მუდმივად გვეხმარებოდა, რადგან მე უკრაინაში ვმუშაობდი და მქონდა მასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები