ნიკოლოზ მჭედლიშვილი: რუსეთი თბილისის კარს არის მომდგარი და ოპოზიციის ხელით აქ აპირებს მთავრობის შეცვლას
ეკონომიკის ექსპერტმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა მთიან ღარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვებასა და იქ რუსი სამშვიდობოების განლაგებაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან რუსეთის ჯარის ჩაყენების დაშვება ისტორიული შეცდომა იყო.
„აზერბაიჯანმა ისტორიული და საბოლოო შეცდომა დაუშვა, რუსეთის სამშვიდობოების განლაგებას რომ დათანხმდა ყარაბაღში.
თანაც, მხოლოდ ტერიტორიების ნაწილს იბრუნებს… 80 პროცენტი სოხმების ხელში რჩება… რუსებმა ისევ მოიგეს, აზერებმა და სომხებმა 10000 კაცზე მეტი დაკარგეს ამ ომში და წააგეს…
ახლა რუსეთი თბილისის კარს არის მომდგარი და ოპოზიციის ხელით აქ აპირებს მთავრობის შეცვლას…”, – დაწერა ნიკოლოზ მჭედლიშვლმა.