„ნაციონალური მოძრაობის“ ეს ხაზი, რომელსაც ცხელთავიანი ლიდერები ხელმძღვანლობენ, განწირულია წარუმატებლობისთვის,, – თალაკვაძე

“მზად ვართ, ვისაუბროთ ნებისმიერ იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც სურს ნორმალური პროცესის უზრუნველყოფა ამ ქვეყანაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების შიგნით არიან ადამიანები, ვინც ამ პროცესს პრაგმატულად უყურებენ.

„ჩვენ გვსურს ჩვენი საზოგადოების გაერთიანება და ჩვენი საზოგადოების გასაერთიანებლად, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის მზად ვართ, ვისაუბროთ ნებისმიერ იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც სურს ნორმალური პროცესის უზრუნველყოფა ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ხაზს, რომელსაც ცხელთავიანი ლიდერები ხელმძღვანლობენ, ეს არის განწირული წარუმატებლობისთვის, ვინაიდან ოპოზიციის შიგნით, უკლებლივ ყველა პარტიაში არიან ადამიანები, ვინც ამ პროცესს პრაგმატულად უყურებენ და გრძნობენ, რომ მხარდამჭერების გადაწყვეტილებისა და აზრის იგნორირება არის არადემოკრატიული, იმავეს მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებიც პარტიებს, ეუბნებიან, რომ შევიდნენ პარლამენტში, იმუშაონ, გამოიყენონ მანდატი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები