შალვა ნათელაშვილი: დღეს ჩვენ არ დავემორჩილეთ ბიძინას მოგონილ კომენდანტის საათს
“დღეს ჩვენ არ დავემორჩილეთ ბიძინას მოგონილ “კომენდანტის საათს”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “კვირას” ჟურნალისტის იმ კითხვაზე პასუხად, განაცხადა, რომელიც შსს-ს იმ განცხადებას ეხებოდა, რომელიც შეზღუდვების ფონზე, სანქციებს ეხებოდა.
“აი, მაგ ჯარიმას ბიძინა გადაიხდის თავის ფონდებიდან. მათ შორის, გადაიხდის იმ ზარალსაც, რაც მან ქვეყანას მიაყენა. აქციები გაგრძელდება. შიგადაშიგ იქნება დიდი, შემარყეველი აქციები. რეგიონებშიც აუცილებლად იგეგმება, ბათუმში დღეს საკმაოდ წარმატებული აქცია მიმდინარეობს უკვე მეორე დღეა”, – აცხადებს ნათელაშვილი.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ხდება მათი იდენტიფიცირება, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს და დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000 -ლარიანი ჯარიმის სახით.