პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა შეშის შეტანის შესაძლებლობა არ მისცეს, აქციის მონაწილეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. პოლიციამ დაპირისპირებაში ჩართული ადამიანები სიტუაციას განარიდა.
ცნობისთვის, მოძრაობა ,,სირცხვილიამ” 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და პარლამენტთან რჩება. ადგილზე რჩებიან აქციის სხვა მონაწილეებიც.