,,სირცხვილიას” აქტივისტი: ათეულობით პოლიციელი იდგა და გეგმავდა, რომ ამ ადამიანებს არ მისცენ შეშის შეტანის უფლება
მოძრაობა ,,სირცხვილიას” აქტივისტის, მარიამ დოლიძის განცხადებით, პოლიციელები აქციაზე შეშის შეტანის საშუალებას არ აძლევენ.
,,4 ეკიპაჟი და ათეულობით პოლიციელი დამხვდა აქ, ჩემს მეგობრებს მოჰქონდათ შეშა და შემდეგ დავინახე, რომ შეიტანეს. ათეულობით პოლიციელი იდგა და გეგმავდა, რომ დაახვედრონ კორდონი ამ ადამიანებს და არ მისცენ იმის უფლება, რომ 5 ცალი შეშა ჩაიტანონ და გათბნენ,”- განაცხადა მარიამ დოლიძემ.
ცნობისთვის, მოძრაობა ,,სირცხვილია”, დღეს, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე აცხადებს დაუმორჩილებლობას და პარლამენტთან რჩება.