“სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის პრობლემა აქვს და ის ვერაფრით მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას, თუნდაც, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე”

რა სტატუსით აპირებს მოლაპარაკებების პროცესში სააკაშვილი მონაწილეობას? ისევ ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს?, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელმა ხათუნა გრიგალაშვილმა ,,კვირას” განუცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის პრობლემა აქვს და ის ვერაფრით მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას, თუნდაც, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე.

“ვუსმინე გია ბარამიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც ამბობდა: პრეზიდენტი სააკაშვილი დიქტატორ ივანიშვილს უნდა დაელაპარაკოსო. მართალია, მათ განცხადებებს დღეს საქართველოში სერიოზულად აღარავინ აღიქვამს, მაგრამ კრიმინალ ბარამიძეს მაინც შევეკითხებოდი: სერიოზულად აღიქვამს სააკაშვილს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად და აღქმის პრობლემები აქვს თუ სხვა რამეშია საქმე? ვინმესთვის დასამალია ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის პრობლემა აქვს და ის ვერაფრით მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას, თუნდაც, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ,,დიქტატორ“ ივანიშვილთან ერთად? შედით ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ გვერდზე და დაინტერესდით, ვინ არის ენმ-ის თავმჯდომარე? აღმოჩნდება, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, თავმჯდომარეც არ ჰყავს. რა სტატუსით აპირებს მოლაპარაკებების პროცესში სააკაშვილი მონაწილეობას? ისევ ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს? ვინც ამას გვიმტკიცებს, გვითხრას, რომელი საკანონმდებლო ნორმით აპირებს ამის გაკეთებას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ექსპრეზიდენტი?,”- განაცხადა ხათუნა გრიგალაშვილმა.

ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად გია ბარამიძემ საზოგადოებას ,,პრეზიდენტ სააკაშვილისა და დიქტატორ ივანიშვილის“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შესთავაზა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები