გიორგი გუნავა: სააკაშვილს, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, საკუთარი პარტიის საქმეებში ჩარევის უფლებაც კი არ აქვს

სააკაშვილს, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, საკუთარი პარტიის შიდაპარტიულ საქმეებში ჩარევის უფლებაც კი არ აქვს, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გიორგი გუნავამ ,,კვირას” განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ბრალდებულია და მთელი რიგი მუხლებით ციხეში უნდა იჯდეს.

“მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ქართულ პოლიტიკურ პროცესებში აბსოლუტურად წარმოუდგენლია იურიდიული თვალსაზრისით. ის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ბრალდებულია მთელი რიგი მუხლებით და საქართველოში ჩამოსვლისთანავე უნდა ჩაჯდეს ციხეში. თუ სააკაშვილთან, როგორც უცხოეთის მოქალაქესთან, გვსურს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე საუბარი, ესეც გამორიცხულია, რადგან მას, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, საკუთარი პარტიის შიდაპარტიულ საქმეებში ჩარევის უფლებაც კი არ აქვს. განცხადებები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი დაჯდეს საქართველოს ხელისუფლებასთან სასაუბროდ, კეთილი სურვილების დონეზეც კი ვერ ჯდება იურიდიულ კონტექსტში,”- განაცხადა გიორგი გუნავამ.

ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად გია ბარამიძემ საზოგადოებას ,,პრეზიდენტ სააკაშვილისა და დიქტატორ ივანიშვილის“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შესთავაზა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები