გებრეისუსმა Pfizer-ის ვაქცინის შესახებ ინფორმაციას დამაიმედებელი უწოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი კომპანია Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დამაიმედებელს უწოდებს.

​ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა.

“მივესალმებით დამაიმედებელ სიახლეს Pfizer-სა და BioNTech-ის ვაქცინის შესახებ და მივესალმებით ყველა მეცნიერს და მსოფლიოში ველა პარტნიორს, რომლებიც კოვიდ19-თან ბრძოლაში ახალ უსაფრთხო და ეფექტურ ინსტრუმენტებზე მუშაობენ”,- დაწერა მან.

მისი თქმით, მსოფლიო უპრეცედენტო სამეცნიერო ინოვაციების და თანამშრომლობის მდგომარეობაში იმყოფება, რაც პანდემიის დასრულებისკენ არის მიმართული.

დღეს გახდა ცნობილ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურმა ვაქცინამ, რომელიც ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა BioNTech-მა შეიმუშავეს, ცდების დროს 90%-ზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა.

თუმცა, როგორც კომპანიის დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით დაიცავს მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა ადამიანს კორონავირუსისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები