ზაალ უდუმაშვილი: საპროტესტო აქციები გაგრძელდება, რადგან მეტი გამოსავალი ხელისუფლებამ არ დაგვიტოვა
საპროტესტო აქციები გაგრძელდება, რადგან მეტი გამოსავალი ხელისუფლებამ არ დაგვიტოვა, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ,,კვირას” განუცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ოპოზიციის სამოქმედო გეგმა სულ მალე გახდება ცნობილი.
“დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გამოვთქვათ ჩვენი პროტესტი იმ უკანონობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს. სამოქმედო გეგმას სცენიდან ცოტა ხანში გამოვაცხადებთ. საპროტესტო აქციები გაგრძელდება, რადგან მეტი გამოსავალი ხელისუფლებამ არ დაგვიტოვა,”- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
რაც შეეხება იმ საკითხს, გაგრძელდება თუ არა აქცია 22:00 საათის შემდეგ, ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ ამის შესახებაც სცენიდან ცოტა ხანში იტყვიან.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები რეალურად პროტესტის წინააღმდეგაა მიმართული.