ირანში კორონავირუსი მთელი ძალით მძვინვარებს, ერთ დღეში 458 გარდაცვლილია, თითქმის 6 ათასი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 458 ადამიანი გარდაიცვალა, სულ რესპუბლიკაში 38 749 ლეტალური შემთხვევაა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, სიმა სადათ ლარიმ განაცხადა, ერთ დღეში 10 463 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 692 949 დადასტურებული შემთხვევაა.

მისი თქმით, 5 561 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ვირუსის დამარცხება სულ 525 641-მა პირმა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ირანის ყველა პროვინცია “წითელი” ან “სარისკო” ზონების კატეგორიაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები