პაატა იმნაძე: სამწუხაროდ, ნებისმიერი თავყრილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ძალიან ცუდად მოქმედებს
“სამწუხაროდ ნებისმიერი თავყრილობა, რას დაარქმევთ ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან ცუდად მოქმედებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. მით უმეტეს, როცა არ არის დაცული ელემენტარული წესები, მაგალითად – დისტანცია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად მიზანშეწონილი იყო გუშინ აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენება სეზონური ვირუსებისა და პანდემიის ფონზე, იმნაძე პასუხობს:
„ჩვენ, ყველა პასუხისმგებელნი ვართ კანონის წინაშე. კანონი კი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს“, – განაცხადა იმნაძემ.