ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება, გაფართოვდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელია.
გამყრელიძის თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება, თანდათან კიდევ გაფართოვდეს.
“თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში შემთხვევების ოდენობა ორმაგდება. ჩვენც უნდა ველოდოთ, რომ ქვეყანაში შემთხვევების მატება იქნება, ამიტომ, ის 5 მიდგომა, რაზეც ვსაუბრობთ, უმნიშვნელოვანესია. პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, არა თავშეყრის ადგილებს ეს გასათვალისწინებელია. წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება, თანდათან კიდევ გაფართოვდეს. მართვითა და პრევენციით ვმართოთ პანდემია, რათა ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ მისგან”, – აღნიშნა გამყრელიძემ.